სასაჩუქრე ბარათი

Escapers-ის სასაჩუქრე ბარათი

აჩუქეთ მოგზაურობა. Escapers-ის სასაჩუქრე ბარათი არის ელექტრონული ბარათი უნიკალური კოდით, რომლითაც მიმღები თავად აირჩევს, სად და როდის გაფრინდება.

როგორ მუშაობს

1. თქვენ ირჩევთ თანხას. ბარათს ფიქსირებული ნომინალი არ აქვს — ნებისმიერი თანხით გამოიწერება.

2. ჩვენ ვაგზავნით ბარათს. ელექტრონული ბარათი უნიკალური კოდით მოგდით იმავე დღეს. შეგიძლიათ დაბეჭდოთ ან პირდაპირ გადაუგზავნოთ.

3. მიმღები ირჩევს ტურს. დაგვიკავშირდება, გვეტყვის კოდს და თანხა ტურის ღირებულებას გამოაკლდება.

პირობები

  • ნებისმიერი თანხა — ლიმიტი არ არის
  • ერთი წელი ვადა — გაცემის დღიდან
  • უნიკალური კოდი — თითოეული ბარათი ერთჯერადია
  • ნებისმიერი მიმართულება — ევროპა, დუბაი, ეგვიპტე, თურქეთი ან ნებისმიერი სხვა ტური
  • თუ ტური ბარათზე ძვირია, სხვაობას მიმღები ანაზღაურებს
  • ბარათი ფულად არ იცვლება

ვისთვის გამოდგება

ახალი წელი, დაბადების დღე, ქორწილი, იუბილე — ყველა შემთხვევა, როცა არ იცით, რა აჩუქოთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს ნივთი არ სჭირდება.

კორპორატიული შეკვეთებიც მიიღება — თანამშრომლებისთვის ან პარტნიორებისთვის რამდენიმე ბარათი ერთად.

როგორ შევიძინოთ

დაგვიკავშირდით და გვითხარით, რა თანხის ბარათი გინდათ და ვისთვის — დანარჩენს ჩვენ ვაკეთებთ.

✆ 555 00 00 73
✉︎ მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
Ⓐ გალაკტიონ ტაბიძის N17